
ავტორი
Front News საქართველო
არაფერი საერთო აკია ბარბაქაძის განცხადებას არ აქვს საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ვწუხვარ, რომ ამხელა ადამიანს, ამხელა პასუხისმგებლობა როცა გაქვს და ამდენი ადამიანის წინაშე როცა გამოდიხარ, სიტყვა არ უნდა გაგექცეს და უფრო გააზრებული პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები უნდა გააკეთო.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არანაირი საერთო საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან არ აქვს. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, გუშინ იყო უკრაინის სოლიდარობის დღე. ჩვენ ვთქვით, რომ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენებდა. ჩვენს შემდგომ სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაგაცნობთ მომავალ კვირაში. გეგმაზომიერად ვიმუშავებთ, რათა საქართველომ არ დაკარგოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აკია ბარბაქაძემ გუშინ გამართულ აქციაზე ორშაბათიდან აქციების დაწყების შესახებ განაცხადა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს