Logo

გიორგი ვაშაძე – არც ერთი პროცესის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ

პოლიტიკა
354
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ რაღაც შეხვედრაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს შეხვედრა არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებას, იმ ათიათასობით ადამიანის მისწრაფებას, რომელიც რუსთაველზე იკრიბებოდა და ჩვენ არც ერთი პროცესის იმიტაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის და ჩვენ არ შევქმნით იმიტაციის შესაძლებლობას მათი მხრიდან.

 

სამოქალაქო სექტორის თხოვნით, ჩვენ ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ერთ საკითხზე, ამაზე დავეთანხმებით, თუმცა წინასწარ ვამბობთ, რომ ამას „ქართული ოცნება“ არ იზამს.  ამასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მკაფიოა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები