Logo

გიორგი ვაშაძე – ასეთი მასშტაბური დანაშაული ხელისუფლების მონაწილეობისა და მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა

პოლიტიკა
584
Frontnews image description

ასეთი მასშტაბური დანაშაული ხელისუფლების მონაწილეობისა და მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა, – ამის შესახებ  Front News-ს  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ქოლცენტეების ირგვლივ არსებული სკანდალის შეახებ განუცხადა. 

 

მისი თქმით, სამწუხარია რომ საერთაშორისო რუკაზე საქართველო მოინიშნა როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი კერა. 

 

“ასეთი მასშტაბური დანაშაულის სქემა, რომლის გამოძიებაში უკვე ჩართულია მთელი დასავლური სამართალდამცავი ორგანოები,  ვერაფრით,  ხელისუფლების უშუალო მონაწილეობისა და მფარველობის  გარეშე ვერ მოხდებოდა. დანარჩენი ვინ ვის, რას  და რატომ აბრალებს, სხვა საკითხია,  ფაქტია,  რომ საქართველო საერთაშორისო, ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთ ცენტრად იქცა, რაც ძალიან სამწუხარო და ქვეყნის იმიჯისათვის დამაზიანებელია” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები