Logo

გიორგი ვაშაძე – აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ კობახიძეს საერთოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ

პოლიტიკა
10.11.2022 / 00:10
Frontnews image description

ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ კობახიძეს საერთოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ, –  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.   

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები “ალდესთან“ ერთად იწყებენ კამპანიას და ევროპის ყველა დედაქალაქიდან იქნება საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები გაკეთებული.

 

“ამ რეზოლუციით არ დასრულდება და ერთ-ერთი პირველს,  მე ვფიქრობ, ეს შეეხება კობახიძეს.  სანქციები თუ არა, აკრძალვები უნდა იყოს. მას ბრიუსელში ალბათ,  არც ჩაესვლება, იმიტომ რომ არავინ არც შეხვდება. გულწრფელად გეტყვით, რომ ადამიანების ეს კატეგორია არიან ჩვენი სამშობლოს მტრები, გამყიდველები.  რადგანაც ასე თავხედურად იქცევიან და აცხადებენ, რომ “ჩალის ფასი“ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ კობახიძეს საერთოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ. ვიმუშავებთ ასევე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით,  რომლებიც ასრულებენ პრორუსული ხელისუფლების დავალებებს. 

 

თუ 3 თვის წინ კიდევ კითხვის ნიშნები იყო, ვინ არის „ქართული ოცნება“, დღეს ევროპისთვის სულ უფრო თვალნათელი ხდება,  რომ “ქართული ოცნება“ არის ღიად პრორუსული ძალა, სწორედ ამოტომ ჩვენ “ალდესთან“ ერთად ვიწყებთ კამპანიას მთელ ევროპაში. ჩვენი ამოცანაა,  რომ ქართული ოცნების  სრული ლუსტრაცია მოხდეს, პირველ რიგში,  ქართველი ხალხის თვალში. ევროპის ყველა დედაქალაქიდან იქნება კონკრეტული განცხადებები,  რეზოლუციები, საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები და ქართველი ხალხისთვის გამოფხიზლების მოწოდებები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები