
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძეს ხელს აღარავინ ართმევს, რადგან ის არის მატყუარა, უღირსი ქმედებებით გამორჩეული. ბაიდენის ეს ნაბიჯი გზავნილია ხალხისთვის, რომ ამერიკისა და ევროკავშირის კარი ღიაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს უღირსი მატყუარები ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ.
“ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში უკვე მოიქციეს და ახლა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც უნდათ, ჩვენ ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ. ამაზე დიდი, მკაფიო ნაბიჯი, როგორიც ვიზიტის გაუქმებაა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არსებობს. ან ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, ან იზოლაციას კობახიძესთან და ივანიშვილთან ერთად. კობახიძეს ხელს აღარავინ ართმევს, რადგან ის არის მატყუარა, უღირსი ქმედებებით გამორჩეული. ბაიდენის ეს ნაბიჯი გზავნილია ხალხისთვის, რომ ამერიკისა და ევროკავშირის კარი ღიაა და 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უღირსი, მატყუარები გავუშვათ ხელისუფლებიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს