
ავტორი
Front News საქართველო
“27 ქვეყნის წარმომადგენელი მოვიდა პარლამენტში და პირდაპირ განგიცხადეს ყველას, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო შორდება ევროპულ პერსპექტივას, მაგრამ, თქვენ, სამწუხაროდ, ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს. დიახ, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი!“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქის ამოცანა არ არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.
“ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ სრულ ლუსტრაციას ე.წ. “ქართული ოცნების“. ისინი პირდაპირ, სამწუხაროდ, რუსულ საქმეს ემსახურებიან საქართველოში. ცდილობენ მიიღონ დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, რუსული კანონი, რომელსაც საერთო არ აქვს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან. საქართველოს არცერთ მოქალაქეს, არავის არ დაუყენებია ეს ამოცანა ამ ადამიანებისთვის, რომ გვეჩქარება ამ კანონის მიღება.
ჩვენი მოქალაქეების არჩევანი არის ევროკავშირი და ნატო. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო და ამის რეალიზების ერთადერთი გზა არის ევროკავშირის წევრობა, არის ნატო-ს წევრობა, არის ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად დგომა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს