
ავტორი
Front News საქართველო
ჩამოყალიბდეს ზურაბიშვილი, ექსპერტია თუ პრეზიდენტია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ხელში შეწყალების მექანიზმი იმისთვის არსებობს, რომ საჭიროების შესაბამისად, გამოიყენოს.
“შეწყალების მექანიზმი არსებობს იმიტომ, როცა უსამართლობას ახორციელებს მართლმსაჯულების ორგანო, შეწყალების მექანიზმით ეს უსამართლობა აღკვეთო. ჩამოყალიბდეს ზურაბიშვილი – ექსპერტია თუ პრეზიდენტია, სხვას აფასებს და სხვას უკითხავს მხოლოდ რჩევებს თუ თვითონ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი ქვეყნის ღირსების საკითხია და აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სასამართლოს გზაზე გადის.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს