Logo

გიორგი ვაშაძე – ჩვენ ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, ჩვენ ახლა საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ცვლილებების დრო მოვიდა

პოლიტიკა
12.03.2024 / 22:41
Frontnews image description

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, ჩვენ ახლა საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ქვეყანა ვერ მივა, თუ ივანიშვილის  პარტია იქნება ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ევროკავშირის წარმომადგენლებს ულტიმატუმის ენით ესაუბრება.

 

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, ჩვენ ახლა საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ცვლილებების დრო მოვიდა,  იმიტომ, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ქვეყანა ვერ მივა, თუ ივანიშვილის  პარტიაა ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ კლანურ, მონოპოლიურ, მაფიოზურ სისტემას არ ესაქმება ევროკავშირში. “ქართული ოცნება” ევროკავშირს ულტიმატუმის ენით ესაუბრება, ელჩებს იბარებენ, ევროკავშირის ელჩების ბრალია საქართველოში, რომ ძვირი ფასებია?

 

მე კითხვას ვუსვამ კობახიძეს, რეგიონში ყველაზე მაღალი ფასები რატომაა საქართველოში? – ეს არ არის ჩვენი საარჩევნო კამპანია, ეს კამპანია იქნება მაშინ, როცა ჩვენს  გზას ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები