გიორგი ვაშაძე – ჩვენ ვართ ახლა იმ ვითარებაში, როცა ძალიან სწრაფად მივექანებით უკან


ავტორი
Front News საქართველო
იმისთვის, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ, ჯერ არ უნდა მივდიოდეთ უკან და ჩვენ ყოველ კვირაში მივდივართ უკან, – ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლი“ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესის შინაარსი მისთვის უფრო გასაგები გახდა, თუმცა ჯერ ქვეყანაში ავტოკრატიის მიმართულების სწრაფი ვარდნის პროცესია შესაჩერებელი.
“იმისთვის, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ, ჯერ არ უნდა მივდიოდეთ უკან და ჩვენ ყოველ კვირაში მივდივართ უკან. ის, რაც დაინიცირდა პარლამენტში და ითქვა ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით; ის, რასაც ამზადებენ მართლმსაჯულების მიმართულებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მინდა ყველა დაფიქრდეს ამაზე.
ჩვენ ვართ ახლა იმ ვითარებაში, როცა ძალიან სწრაფად მივექანებით უკან. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, არის იმ რეფორმებზე უარის თქმა, რომელიც, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების უშუალო მონაწილეობით არის გაკეთებული. პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი არის შედარებით გრძელვადიანი, მაგრამ მოკლევადიანი ამოცანები გვაქვს, რომ რამენაირად შევაჩეროთ უკუსვლის პროცესი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
