გიორგი ვაშაძე – ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე

ავტორი
Front News საქართველო
არა მხოლოდ სანქციები, საერთაშორისო მასშტაბით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა მოძალადეს და ყველა ანტიქართველს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ასე ექცევა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე.
“ჩვენ ვდგავართ ხალხთან ერთად და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა საქართველო გათავისუფლდეს თვითმარქვია რუსული რეჟიმისგან, ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიწყოთ ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი მიმართულება.
ჩვენი სამოქმედო სტრატეგიაა, რომ დემოკრატიული სამყაროდან მოკვეთილი იყოს ყველა დამნაშავე, რომელიც ქვეყნის შიგნით ადამიანებზე ძალადობს, რომელიც აყალბებს ხალხის ნებას და ასრულებს რუსულ ინტერესებს.
არა მხოლოდ სანქციები, საერთაშორისო მასშტაბით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა მოძალადეს და ყველა ანტიქართველს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ასე ექცევა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინამ საქართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




