
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანაა, ევროპის ანუ, პროქართველობის სასარგებლოდ გაკეთდეს არჩევანი, ამას სჭირდება ერთიანობა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სამი პარტიის ერთობლივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებელი“, “დროასა“ და “გირჩი- მეტი თავისუფლებისათვის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ერთიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
“ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს საზოგადოებას, ვინც აქტიურად ჩართულია პროცესში. ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ამოცანაა არის რუსეთთან მიმართებით კვლავ რა არჩევანიც დაგვიყენა “ქართულმა ოცნებამ“, ევროპის ანუ, პროქართველობის სასარგებლოდ გაკეთდეს, ამას სჭირდება ერთიანობა, შესაბამისად, ყველა ამ გამოწვევაზე ვისაუბრებთ, რას ვაპირებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ერთიანობა არის საქართველოს გადარჩენის გზა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს