გიორგი ვაშაძე - ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამარჯვება ყველასთვის მიიღწევა.
“ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




