
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს იქნება ხელმოწერები. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციირებულ ქართულ ქარტიაში რეფორმების გეგმაა მოცემული.
“ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს იქნება ხელმოწერები. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას. აქ არის რეფორმების ის გეგმა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობის დაფიქსირება ოპოზიციურ ფლანგზე, ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერებისთვის, ერთად დგომისთვის, ამიტომ, ორშაბათს ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად იქნებიან, ვინც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სამოქმედო გეგმა – “ქართული ქარტია” წარადგინა. ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს