
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის, რომელიც დააზიანა “ქართულმა ოცნებამ”, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ამერიკის ინვესტორებთან.
“დემოკრატების კონგრესის პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის, რომელიც დააზიანა “ქართულმა ოცნებამ”. ამ 4 დღის მანძილზე “დემოკრატების” ყველა ლიდერი იქნება აქ შეკრებილი. ჩვენ, როგორც “დემოკრატებთან”, ისე “რესპუბლიკელებთან” გვაქვს ურთიერთობა.
გარდა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა, შეხვედრა გვექნება საინვესტიციო წრეებთან იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანისთვის მოვემზადოთ” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს