
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიზანია, პრორუსულ “ქართულ ოცნებას” დავარქვათ პრორუსული, არც შევუქმნათ ილუზია არცერთ პროევროპელს, რომ მათგან რამე დადგება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციებში მონაწილეობას, მათ შორის არც სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, აზრი არ აქვს.
“ჩვენ არაერთი კონსულტაცია გვქონია “ქართულ ოცნებასთან”, სამწუხაროდ, ყველა იყო წყალგატანებული დროისა და ენერგიის ხარჯვა. არ მინდა ცრუ მოლოდინები შეექმნას საზოგადოებას, სანამ მქონდა მცირეოდენი რწმენა, რომ “ქართული ოცნება” რამეს გააკეთებდა, ყველაფერი გავაკეთეთ, დავიზიანეთ კიდეც პოლიტიკურად თავი გარკვეულწილად, იმიტომ რომ მჯეროდა, რომ ამ ხალხისგან შეიძლებოდა რაღაც დამდგარიყო. ახლა ნულოვანი მაქვს ეს რწმენა.
ჩვენი მიზანია, პრორუსულ “ქართულ ოცნებას” დავარქვათ პრორუსული, არც შევუქმნათ ილუზია არცერთ პროევროპელს, რომ მათგან რამე დადგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს