
ავტორი
Front News საქართველო
ეს არჩევნები მოვიგეთ ჩვენ. შედეგები, რასაც ცესკო აპირებს გამოაქვეყნოს, არის არალეგიტიმური, მინიმუმ, საუბარია 300-350 ათასი ხმის გაყალბებაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საგანგებო შეკრების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტი დაიწყება დღეს და გამარჯვება აუცილებლად დადგება.
“ეს არჩევნები მოვიგეთ ჩვენ. შედეგები, რასაც ცესკო აპირებს გამოაქვეყნოს, არის არალეგიტიმური, მინიმუმ, საუბარია 300-350 ათასი ხმის გაყალბებაზე. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ, დღეს გვექნება სტრატეგიული ხედვის წარდგენა საზოგადოებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად ვიყოთ და არ ვცნოთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
პრეზიდენტის განცხადება იყო – ყველას გელოდებით 7 საათზე. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს