გიორგი ვაშაძე – ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა შედეგებისა, რაც მოხდა საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ელჩებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების პოზიცია.
“ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა შედეგებისა, რაც მოხდა საქართველოში. თქვენ ხედავთ კიდეც გამოხმაურებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ, ფაქტობრივად, არავინ არ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის. შეხვედრაზე მოგვისმინეს და კითხვებიც დასვეს. მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია, რაც აქ არის. ახლა მათი ფუნქცია არის ის, რომ დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია და დაგვიბრუნონ პასუხი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ იქ წარვადგინეთ მასობრივი გაყალბების ფაქტები, სხვისი პირადობებით მონაწილეობა, მოსული ამომრჩევლებიდან არაადეკვატურად მაღალი შედეგები და სხვა“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს