Logo

გიორგი ვაშაძე – დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები გამოიყენოთ “ქართული ოცნების” მიმართ

პოლიტიკა
28.07.2021 / 19:12
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულებინონ.

 

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოსახლოების 70%-ს, რომელიც ყველა კვლევით, პოზიტიურად, ან ძალიან პოზიტიურად აფასებს შარლ მიშელის დოკუმენტს, უთხრა, რომ უნდა გავიდეს ამ დოკუმენტიდან. პირველ რიგში, ბატონ ირაკლი კობახიძე მინდა მივმართო: რას ნიშნავს, რომ უნდა გახვიდეთ? ვის კითხეთ, რომ უნდა გახვიდეთ, საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ, ხელმომწერებს ჰკითხეთ ამ დოკუმენტის და ვინმესთან გქონდათ საუბარი, თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჰკითხეთ, რომლებმაც გაიძულეს, რომ ხელი მოგეწერათ ამ დოკუმენტზე?

 

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდოდა არანაირი შეთანხმების გაფორმება და ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვაიძულეთ ისინი წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქრათველოს განვითარებისათვის. კიდევ ერთი მაინტერესებს, ბატონო ირაკლი, რის ანულირებას ახდენთ? საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ? ევროპული ინტეგრაციის გზის? თუ ნატო-ში ინტეგრაციის გზის? შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კომუნიკეშია მოხსენიებული შარლ მიშელის დოკუმენტი. 

 

პირადად მინდა მივმართო აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის ელჩს: მეგობრებო, როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ “ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი თაღლითობა, მაგრამ, სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს. ამიტომ, დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები გამოიყენოთ “ქართული ოცნების” მიმართ, რათა დაუბრუნდეს შეთანხმებას და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები