Logo

გიორგი ვაშაძე – დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს

პოლიტიკა
795
Frontnews image description

დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 

“პრორუსული “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი თავია, რომელმაც საქართველო რუსეთს შეადარა. უფრო მეტიც, მისი განცხადებებით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ თავს ესხმის აშშ-ს.

 

“ოთხეულის“ ყველა განცხადება და ფორმულირებები არის მისი ხელწერა – არათუ არასდროს გაემიჯნება მათ, არამედ პირდაპირ ამყარებს მტკიცებულებას, რომ არის პრორუსი, გამოდის მხოლოდ რუსეთის და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ამიტომაც აგრძელებს აშშ-ზე თავდასხმას. 

 

როგორც კი პროევროპელები ერთად დავდგებით და გავერთიანდებით, ამ პრორუსებს ჩრდილოეთისკენ მივუჩენთ გზას. 

 

მჯერა, არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როდესაც ირაკლი კობახიძე მოსკოვში აღმოჩნდება და თავს იქ შეაფარებს – აგერ მე და აგერ თქვენ!”, – აცხადებს ვაშაძე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები