
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ საერთო პროცესს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების საერთო განრიგი შედგეს. შინაარსობრივად, ეს რეფორმები არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის.
ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს” პარტნიორ პარტიებთან ერთად მომზადებული გვაქვს კონკრეტული კანონები, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ საერთო პროცესს.
მე უფრო მეტ ერთობას ვისურვებდი, ამასაც გეტყვით, გარდა რეფორმებისა, კიდევ უფრო დიდი და დიდი ერთობა. იყოს ეს პირველი ნაბიჯი და შემდგომი ნაბიჯებიც მალე ყოფილიყოს”, – განაცხადა ვაშაძემ “ფორმულას” ეთერში.
ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს