გიორგი ვაშაძე – დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია და არსად წასულა


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლი” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ძალაში და “არსად წასულა”.
“ღიად გეტყვით, რომ დასავლეთი ჩვენს პოზიციას სრულად იზიარებს და აქ საუბარია, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ვამბობ, რომ არ შეიძლება დაისაჯოს ქართველი ხალხი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინაც “ქართული ოცნებიდან” უშუალოდ მიიღო გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
მე წინააღმდეგი ვარ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის, მაგრამ მომხრე ვარ სანქციების იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასე არღვევენ ევროპულ შეთანხმებას. გვექნება ინტენსიური კონტაქტი. ეს არის პირველი შეხვედრა. პირველი ეტაპი უნდა იყოს მკაცრი, მკაფიო განცხადებები და შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ქმედებები, რომელსაც მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად. დასავლეთმა მკაფიოდ გაგვიმეორა, რომ შეთანხმება მათთვის ძალაშია და არსად წასულა” – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა