გიორგი ვაშაძე – დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით


ავტორი
Front News საქართველო
ორ რამეზე დგას ეს რეჟიმი – სამართალდამცველებზე, რომლებიც არიან ჩვეულებრივი “შპანა” და მეორე – ეს არის დეზინფორმაციის კამპანია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობის ახალ ეტაპს ოპოზიცია დაუპირისპირებს ერთიანობას.
“ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ჩვენ ველოდით თვითმარქვია რეჟიმისგან, ჩვენ ვუპირისპირებთ ერთიანობას. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ და ყველა მათგანი იქნება თავისუფალი.
რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა იყოს მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და მერწმუნეთ, ორ რამეზე დგას ეს რეჟიმი – სამართალდამცველებზე, რომლებიც არიან ჩვეულებრივი “შპანა” და მეორე – ეს არის დეზინფორმაციის კამპანია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. შეკრების მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – დღეიდან მთელ საქართველოს მოვივლით, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს

გიორგი ვაშაძე – შევქმენით პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია დარეკოს და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს

გიორგი ვაშაძე – თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, “ქართული ოცნება” ნამდვილად გაიმარჯვებს