გიორგი ვაშაძე – დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეთ ხალხი და ამის მერე საუბრობთ, რომ ეკონომიკა ყვავის?

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია, კერძოდ, მნიშვნელოვნად დაეცა შობადობის მაჩვენებელი.
“2015 წელთან შედარებით ყოველწლიური შობადობის მაჩვენებელი 20 000-ით არის შემცირებული. 2022 წელს 7000მ ადამიანით მეტი გარდაიცვალა საქართველოში, ვიდრე დაიბადა. დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანეთ ხალხი და ამის მერე საუბრობთ, რომ ეკონომიკა ყვავის? ვისთვის ყვავის ეს ეკონომიკა, გამაგებინეთ?“ – განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, მარტო 2022 წელს საქართველო დატოვა 100 000-მა მოქალაქემ.
“რატომ დატოვეს, იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ, რომ ეკონომიკა ყვავის? იმიტომ, რომ მაგარი ცხოვრებაა ქვეყანაში? სიღარიბის და გაჭირვების გამო დატოვა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




