
ავტორი
Front News საქართველო
დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს, ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-თან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით.
საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები. შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს, კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან“, – წერს გიორგი ვაშაძე.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს