
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა მკაფიოდ გვითხრა, რომ არ აპირებს რეფორმების გატარებას და ახლე ჯერი ჩვენზეა.
“ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ამოცანა დაგვისახეს. ახლა ჯერი ჩვენზეა, რომ ეს ეროვნული გადარჩენის ამოცანა სისრულეში მოვიყვანოთ. დღეს, როგორც არასდროს სახლში ჯდომა „ქართული ოცნების“ მთავარი პარტნიორია. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ საოცარ მუხტს, რომელიც 20 ივნისს იყო, რომელიც უნდა იყოს დღეს და რომელიც უნდა იყოს შემდეგ დღეებში, ამ მშვიდობიან სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის.
“ქართულმა ოცნებამ“ და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრა, რომ არც ერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ. მათ ჩვენ გვითხრეს, რომ ყველა რეკომენდაციას თავზე გადაგვახევენ, რომელსაც ევროპა გვაძლევს. შესაბამისად, დადგა დრო რომ ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, პასუხი ჩვენ გავცეთ.
ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად. მეც, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვაპირებ, რუსთაველზე აუცილებლად მივიდე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს