
ავტორი
Front News საქართველო
დღესვე, ამ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 15:00 საათზე, გეტყვით ზუსტად რა გეგმები გვაქვს 24-ში და 25-ში და როგორ ვიმოქმედებთ ჩვენი პროტესტის გამოსახატავად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლები არ უნდა გამოიყენებოდეს სპეცრაზმების მიერ ხალხის დასარბევად.
“ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტები და ახალგაზრდები ცხოვრობდნენ ქვეყანაში, სადაც მათი უფლებები დაცულია და გვინდა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არ გამოიყენებოდეს სპეცრაზმების მიერ ხალხის დასარბევად. ამიტომ, ვიკრიბებით, სიმბოლურია, რომ კვლავ უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებიც იქ არიან უკვე რამდენიმე დღეა. დღესვე, ამ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 15:00 საათზე, გეტყვით ზუსტად რა გეგმები გვაქვს 24-ში და 25-ში და როგორ ვიმოქმედებთ ჩვენი პროტესტის გამოსახატავaდ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს