Logo

გიორგი ვაშაძე - დიდი ალბათობით, საპატიმრო სასჯელი იქნება, ამის მოლოდინი მაქვს მე

პოლიტიკა
324
Frontnews image description

დიდი ალბათობით, საპატიმრო სასჯელი იქნება, ამის მოლოდინი მაქვს მე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაჩქარებული წესით აპირებენ ამ სასამართლო პროცესის დასრულებას.

"დღეს მე ერთი რამე ვიცი, რომ დაჩქარებული წესით აპირებენ ამ სასამართლო პროცესის დასრულებას. ზუსტად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და ამიტომ, უკან დახევას არ ვაპირებთ, გავიმარჯვებთ ახლო მომავალში. ეს პროცესები, ახლა რაც სასამართლოში მიმდინარეობს, კარგად აჩვენებს, როგორი სუსტია რეჟიმი, აბა, ძლიერი რომ იყოს, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერას და ახალგაზრდების ციხეში ჩასმას შეეცდებოდა?! მედიის გაჩუმებას შეეცდებოდა?! 

მე აქ ვარ, დღეს დაამთავრებს - დაამთავროს, პრობლემა არ მაქვს, მთავარი ის არის, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. დიდი ალბათობით, საპატიმრო სასჯელი იქნება, ამის მოლოდინი მაქვს მე. 

ეს მოსამართლე არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი ციხეში ჩასვა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement