Logo

გიორგი ვაშაძე – ძალიან გთხოვთ, ნუ მოატყუებინებთ თავს “ქართულ ოცნებას“, აშშ-ს და ევროპას საქართველოში უნდა მშვიდობა, არ უნდა ომი და ამაში ნუ დაგაჯერებენ

პოლიტიკა
11.06.2022 / 14:02
Frontnews image description

ძალიან გთხოვთ, ნუ მოატყუებინებთ თავს „ქართულ ოცნებას“, აშშ-ს და ევროპას საქართველოში უნდა მშვიდობა, არ უნდა ომი,  და ამაში ნუ დაგაჯერებენ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს “ქართული ოცნება” და საქართველო.  

 

“ერთადერთი ტყუილი დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომელშიც უნდა, რომ ყველა დაგაჯეროთ, ეს არის, რომ ამერიკას და ევროპას საქართველოში ომი უნდა, მეგობრებო, ეს არის ტყუილი და ამ ტყუილს, რაც შეიძლება სწრაფად თქვენ უნდა გასცეთ პასუხი. ძალიან გთხოვთ, ნუ მოატყუებინებთ თავს „ქართულ ოცნებას“, აშშ-ს და ევროპას საქართველოში უნდა მშვიდობა, არ უნდა ომი,  და ამაში ნუ დაგაჯერებენ ნურც მათი აპოლოგეტები. მეორე –  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა გაიმიჯნოს საქართველო და „ქართული ოცნება“ ერთმანეთისგან. საქართველომ არც ერთ შემთხვევაში სანქციები არ უნდა მიიღოს და უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი,  „ქართულ ოცნებას“ კი,  თუ ასე უკუღმა ივლის და თავს დაესხმება ევროპას, მას სანქციები  დაუწესონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები