
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციებზე დღითი დღე მეტი ადამიანი იკრიბება.
“ხედავთ, რომ ყოველ შემდგომ დღეს უფრო მეტი ხალხია და ეს ძალიან დიდი აღმაფრენას და მხარდაჭერას იმსახურებს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, ერთად ვიყოთ. ყოველდღე აქ ვარ, არ გამომიტოვებია არცერთი რთული წუთი და საბოლოო ჯამში, ამ დიდი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
“ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ევროკავშირთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს