
ავტორი
Front News საქართველო
არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ზრუნვა.
“ჩვენი პოზიცია ძალიან კონკრეტულია, ქარტიიდან გამომდინარე, პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ. შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუძღვება. არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს