გიორგი ვაშაძე – ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განაცხადი


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 19 აპრილის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლაზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
“ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით ამ შეხვედრაზე, რადგან, ამ დღეების მანძილზე მისგან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია კრიტიკული ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განაცხადი.
პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა არის ყოველთვის კვერის დამკვრელი რომ არის პრეზიდენტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე. ჩვენთვის, ხელმომწერის მხარეებისთვის, ხალხისთვის, დასავლელი პარტნიორებისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, დიპლომატიური კორპუსისთვის არსებობს შარლ მიშელის შეთანხმება. ეს მათ (ოცნებას) უნდათ, რომ არ არსებობდეს შარლ მიშელის შეთანხმება, რადგან ეშინიათ, რომ 43-იანი რეფერენდუმის”, – აცხადებს ვაშაძე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლა იყო.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა