
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვიცით, როგორ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ევროპული ინვესტიციები და ერთხელ და სამუდამოდ, ეს შურისძიებები უნდა ჩავაბაროთ წარსულს, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანობის კოალიციური მმართველობა ნიშნავს შეჯიბრს, ვინ უფრო კარგია საქმის კეთებაში.
“ერთიანობის კოალიციური მმართველობა ნიშნავს შეჯიბრს, ვინ უფრო კარგია საქმის კეთებაში და არა მმართველობის მონოპოლიზებაში, როგორიც ახლა აქვს “ოცნებას” და ყოველდღე აფუჭებს საქმეს. ანგრევს ყველაფერს, ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია ამიტომ, კონკურენცია იყოს საქმის კეთებაში.
გამზადებული გეგმები გვაქვს ამ ყველაფერზე. არჩევნებში სწორედ ამიტომ უნდა დაგვიჭირონ მხარი. ჩვენ ვიცით, როგორ დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე, შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიზიდოთ ევროპული ინვესტიციები და ერთხელ და სამუდამოდ, ეს შურისძიებები უნდა ჩავაბაროთ წარსულს, შევრიგდეთ, შევთანხმდეთ, რომ საერთო ეროვნული მიზანი გვქონდეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს