გიორგი ვაშაძე – ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის შემსრულებლები არიან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანებისას, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის შემსრულებლები არიან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სიებით იხელმძღვანელებენ ევროპელ პარტნიორებთან მუშაობისას.
“ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ვფიქრობ, საზოგადოების მოთხოვნაც ეს არის. ვისაუბრეთ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება, ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება და შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის შემსრულებლები არიან. გვაქვს მონაცემები და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიით მუშაობა იმისთვის, რომ მათი სანქცირება ან გადაადგილების შეზღუდვების საკითხები დაისვას. დადებითი ამ შეხვედრიდან ის არის, რომ შევთანხმდით საერთო პლატფორმაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროცესები და სამოქმედო გეგმები განიხილეს.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




