
ავტორი
Front News საქართველო
უნდა გავიაზროთ რა რეალობაში ვართ დღეს. საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ეს არის თვითგამოცხადებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ტოტალურად, კანონგარეშე მოქმედებს. ეს არჩევნები, რასაც ჩაატარებენ, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პრეზიდენტის არჩევნებად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრით შეურაცხყოფილი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
“უნდა გავიაზროთ რა რეალობაში ვართ დღეს. საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა, საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ეს არის თვითგამოცხადებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ტოტალურად, კანონგარეშე მოქმედებს. ეს არჩევნები, რასაც ჩაატარებენ, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პრეზიდენტის არჩევნებად. პრეზიდენტის არჩევნები ლეგიტიმური იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩატარდება ახალი არჩევნები.
სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი განცხადებით, ვერაფრით ვერ ჩანაცვლდება, რადგან კანონგარეშე მოქმედი, თვითმარქვია ადამიანების გადაწყვეტილება იქნება არალეგიტიმური. შეიკრიბნენ ადამიანების დაჯგუფება და თქვეს, რომ ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი უნდოდათ მეთაურად. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება პრეზიდენტი, ეს იქნება თვითმარქვიების მიერ წოდებული ადამიანი. ამ ყველაფრით შეურაცხყოფილი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს