
ავტორი
Front News საქართველო
ახალ ადამიანებთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები და ეს არის ჩვენი შეთანხმება, რომ ბევრ ახალ ადამიანს პოლიტიკაში უნდა გავუხსნათ გზა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“იქნება ახალიც, იქნება ძველიც, ყველას სინთეზი. დიახ, განახლება ყოველთვის საჭიროა და გამარჯვების კოალიციის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და შინაარსი სწორედ ეს არის.
პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენი ამოცანაც იქნება არა პარტიებთან თანამშრომლობა, არამედ ახალი ადამიანების, საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების შემოყვანა პოლიტიკაში. მათ უნდა განახორციელონ სისტემური რეფორმები, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და წავიდეთ წინ“, – განაცხადა ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს