
ავტორი
Front News საქართველო
მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე.
მოვუწოდებთ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები.
მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! საქართველო გახდება ევროპა. საქართველო გაიმარჯვებს!” – წერს ვაშაძე.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს