გიორგი ვაშაძე – ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობები


ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შესაძლებლობები, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით წერს.
“მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის. ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია.
ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და მისი მოტივაცია ყოველთვის იყო, ყოფილიყო იქ, სადაც მისი გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი და ხალხს დასჭირდებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებს მის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც. პირველ რიგში ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და ბრძოლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.
ვულოცავთ თინა ბოკუჩავას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში.
მან დაამტკიცა, რომ მართლაც არის უკომპრომისო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება და უნარები ახალ იმპულსს მისცემს საერთო ოპოზიციურ ერთობას, თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შესაძლებლობები.
ჩვენ გვაქვს საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ რეჟიმი და ეს ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით”, – წერს ვაშაძე.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ეს არის შიდა დაპირისპირებები კლანებს შორის, რომლებსაც არ უნდათ, რომ იყვნენ სანქცირებული

გიორგი ვაშაძე – ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით

გიორგი ვაშაძე – ყველა ერთხმად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს ეს პროცესები