
ავტორი
Front News საქართველო
არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, არსებობს მხოლოდ მონოპოლიური, პატარა კლანის მმართველობის დამცველი კიდევ ერთი დამატებითი ორგანო, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს კონკრეტულ პირებს.
“ეს ინსტიტუცია შექმნილია მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ ივანიშვილის კლანურ-მონოპოლიურ მმართველობას დააფაროს ხელი, ხალხი კიდევ გააღარიბოს და ადამიანები, ვინც კორუფციაზე ხელს ითბობენ, მათი გათეთრება მოახდინოს.
არ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, არსებობს მხოლოდ მონოპოლიური, პატარა კლანის მმართველობის დამცველი კიდევ ერთი დამატებითი ორგანო, რომელიც აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს კონკრეტულ ჯგუფებს, ამის ნათელი მაგალითია ღარიბაშვილი და ბევრი სხვა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს