გიორგი ვაშაძე - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე

ავტორი
Front News საქართველო
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში. ივანიშვილმა ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა.
ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.
ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




