
ავტორი
Front News საქართველო
ეს შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ეს შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, შეჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ჩვენ “ერთიანობა”, როგორც გაერთიანება და ვფიქრობთ, რომ მეტი კონსოლიდაცია და მეტი გაერთიანება უფრო გარანტირებულ შანსს გვაძლევს იმისას, რომ “ქართული ოცნება”, ძალა, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.
დღეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია მანამ, სანამ “ქართული ოცნება” იმყოფება ხელისუფლებაში. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით, ამიტომ ყველას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ და ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს