გიორგი ვაშაძე – ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე?


ავტორი
Front News საქართველო
ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს რეგიონში? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აჭარბებს ფასები უკვე საქართველოში, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემა ეკონომიკური მძიმე მდგომარეობაა.
“მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში? პირველადი მოხმარების პროდუქტები, ბინის ქირა, ნებისმიერი პროდუქტი რატომ არის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში? სადამდე შეიძლება წავიდეთ? ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ ყველაზე დიდი ფასები გვაქვს რეგიონში? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აჭარბებს ფასები უკვე საქართველოში. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში უკვე ცხოვრება და მერე რომ სვამ კითხვას რატომ მიდის ქვეყნიდან ხალხი? იმიტომ, რომ შემოსავალი აკლდებათ ფასები კი იზრდება, ვერ არჩენენ ოჯახს და მიდიან ქვეყნიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა