გიორგი ვაშაძე – ესეც არის ფარსი, ამიტომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან არცერთ შეხვედრაზე არ ვიქნებით

ავტორი
Front News საქართველო
ესეც არის ფარსი, ამიტომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან არცერთ შეხვედრაზე არ ვიქნებით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტისადმი ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს, როგორც გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.
“სტრატეგია აღმაშენებელი არ აპირებს არანაირ შეხვედრაში მონაწილეობას. მგონია, რომ ესეც არის ფარსი. სანამ ჩვენ ყველა თვალს არ გავუსწორებთ რეალობას, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებული ოლიგარქიული რეჟიმის ერთი დამატებითი ჭანჭიკია და სანამ სრულ ილუზიებს საზოგადოებაში ვქმნით, ან ქმნიან ხოლმე, ამას არ დავასრულებთ, მანამდე არაფერი მოხდება. ამიტომ ჩვენ სალომე ზურაბიშვილთან არცერთ შეხვედრაზე არ ვიქნებით, არაფერი სალაპარაკო ამ თემაზე არ მაქვს, იმიტომ რომ დღესავით ნათელია, მას შეწყალების მექანიზმი აქამდეც უნდა გამოეყენებინა. უფრო მეტიც, შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს, როგორც გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ეს არის ჩვენი ცალსახა პოზიცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




