გიორგი ვაშაძე – გამარჯვების შემდეგ, ლიეტუვა იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო სწრაფად დაუძვრეს ამ მძიმე ვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვა არის ჩვენი უდიდესი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ლამის ყინულმჭრელი იყო ყოველთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადება უმნიშვნელოვანესია.
“ლიეტუვა არის ჩვენი უდიდესი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ლამის ყინულმჭრელი იყო ყოველთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. როცა ამას ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი, ცალსახაა, რომ ჩვენ გვაქვს რეფერენდუმი, მივდივართ ევროკავშირისკენ, სადაც კარი ღიაა თუ „ქართული ოცნება“ ჩაჭრის მთლიანად ჩვენს კავშირებს ცივილიზებულ სამყაროსთან და დაგვტოვებს იზოლაციაში. არ გვეგონოს, რომ უბრალოდ გაწყდება ურთიერთობები, ესაა სიღატაკისკენ, 90-იანი წლებისკენ მიმავალი გზა. ჩვენი გზა არის დიდი განვითარებისკენ მიმავალი და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც 26-ში გავიმარჯვებთ, ლიეტუვა იქნება ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველომ სწრაფად მოახერხოს და დაუძვრეს ამ მძიმე ვითარებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთიც ამ გზით წავა, სავიზო იქნება თუ ფინანსური სანქციები, კიდევ უფრო მძიმე იქნება “ოცნებისთვის”

გიორგი ვაშაძე – 26 ოქტომბრის შემდეგ ამ ევროკავშირში გადმოვა ადამიანი თურქეთიდან, რომ დასაქმდეს, ანაზღაურება ჰქონდეს

გიორგი ვაშაძე – გუშინდელმა დღემ ნათლად გვაჩვენა, რომ საქართველო იშორებს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველო იმარჯვებს