გიორგი ვაშაძე – გავიტანთ რუსეთს ქვეყნიდან აუცილებლად

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მშვიდად, წყნარად ვაპირებთ ამ ქვეყნის აღმშენებლობას, ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობასა და წინსვლას. გავიტანთ რუსეთს ქვეყნიდან აუცილებლად, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“საქართველოს ბედი წყდება – ჩვენ ევროპისკენ ავიღებთ სვლას თუ რუსეთისკენ დავრჩებით, გვექნება უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან თუ მარტო რუსეთში შეგვეძლება უვიზოდ სიარული.
რა მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში?! მოიტანა მეტი რუსეთი, დაპირისპირება და გაჭირვება. ჩვენ მოვიტანთ ერთიანობას, ევროკავშირს, ინვესტიციებს და გავიტანთ რუსეთს აუცილებლად.
ჩვენ მშვიდად, წყნარად ვაპირებთ ამ ქვეყნის აღმშენებლობას. ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობასა და წინსვლას.
დღე და ღამე ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ კონკრეტულად ხალხს ინვესტიციები საიდან მოგვაქვს, ამ ერთიანობით რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია.
ევროკავშირი ნიშნავს, რომ უფრო მეტ ხანს ვიცხოვრებთ. სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი მეტი იქნება, იმიტომ, რომ ეკონომიკა ვითარდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




