გიორგი ვაშაძე – გერმანია, ფაქტობრივად, გამონაკლისს უშვებს სანქციებზე, ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ვინც ბრუტალურ დარღვევებში მონაწილეობდა, ვინც თავ-პირი დაუნგრია ხალხს, მათთან მიმართებით გამოიყენება სანქციები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გერმანიის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები გაგრძელდება.
“ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანია, ფაქტობრივად, გამონაკლისს უშვებს სანქციებზე. ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ვინც ბრუტალურ დარღვევებში მონაწილეობდა, ვინც თავ-პირი დაუნგრია ხალხს, მათთან მიმართებით გამოიყენება სანქციები და ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
“ქართულ ოცნებაში” ვინც დღეს იმყოფება უნდა იცოდნენ, რომ საბოლოო ჯამში, ყველას მიუკანუნებს კარზე ეს პასუხისმგებლობა, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად გაემიჯნებიან “ქართულ ოცნებას”, უარს იტყვიან დავალებების შესრულებაზე, მით უფრო მარტივი იქნება მათთვის, რომ თავი გადაირჩინონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი გახარია – ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე, რაც არ უნდა მოხდეს, მე ამ ვალს დავაბრუნებ!

გიორგი ვაშაძე – ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება?! ეს არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში

გიორგი ვაშაძე – ეს არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა