Logo

გიორგი ვაშაძე – ღიად მოვუწოდებ ბატონ ბაქრაძეს, თქვას საკუთარი პოზიცია “ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით

პოლიტიკა
31.08.2022 / 18:17
Frontnews image description

ღიად მოვუწოდებ ბატონ ბაქრაძეს, თუ არ უნდა, საკუთარ დიპლომატიურ კარიერაში გამოუსწორებელი ლაქა ჩაწეროს, თქვას საკუთარი პოზიცია “ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით, თქვას, როგორ აფასებს ამას, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ელჩი ამერიკაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

“მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, დაანებეთ თავი „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებას, თქვენ ხართ საქართველოს ინტერესების დამცველი საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

 

მოვუწოდებ ყველას, ღიად და საჯაროდ გამოხატეთ თვენი პოზიცია ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით. 

 

ნუ შეგეშინდებათ თანამდებობიდან გათავისუფლების, რადგან თქვენ ქართველი ხალხი, საზოგადოება დაგიფასებთ სამსახურს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

Advertisement