გიორგი ვაშაძე – გვექნება აბსოლუტურად განსხვავებული კამპანია

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის განაცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელს” საინტერესო და აბსოლუტურად განსხვავებული წინასაარჩევნო კამპანია ექნება.
“ჩვენ ძალიან საინტერესოდ დავიწყებთ კამპანიას, კიდევ რამდენიმე დღე დაგველოდეთ, გვექნება აბსოლუტურად განსხვავებული კამპანია. მე ვფიქრობ, რომ მეტი კონტაქტი ხალხთან არის აუცილებელი, იმიტომ რომ ხალხს ავუხსნათ რეალურად, რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა და რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბედისწერა არ არის. ამ ქვეყანას გაცილებით მეტი შეუძლია”, – განაცხადა ვაშაძემ.
ქვეყანაში, დღეიდან, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




