
ავტორი
Front News საქართველო
იმისათვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ, უნდა დავდგეთ ყველანი ერთად. დიახ, ჩვენი ამოცანაა 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. “ქართული ოცნება” ეს არის საქართველოს სირცხვილი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” დანაშაულებრივმა ქმედებამ ბოლომდე ჩამოშალა ევროინტეგრაციის პროცესი და მეგობრული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან.
დაფინანსებას აჩერებს საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია. სამწუხაროდ, ამას ალბათ მიჰყვება სხვა ქვეყნებიც. უმძიმესი ვითარებაა საგარეო ასპარეზზე.
კონგრესში MEGOBARI act-ის მიღებით ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, რა რეალობის წინაშე ვდგავართ.
თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას და ვაგრძელებთ დასავლური ინტეგრაციის გზას, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვექნება – უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა, ამერიკული ინვესტიციები, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. მაგრამ თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი რჩება ქვეყანაში, მაშინ საქართველო მოექცევა იზოლაციაში, გვემუქრება ეკონომიკური კოლაფსი, მეტი მიგრაცია და მეტი გაჭირვება.
გამოსავალი კი ერთიანობაშია. იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ, უნდა დავდგეთ ყველანი ერთად. მთავარი საკითხია – დიახ, ჩვენი ამოცანაა 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. “ქართული ოცნება” ეს არის საქართველოს სირცხვილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს