
ავტორი
Front News საქართველო
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა „ქართულ ოცნებაზე“, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამაზე იყო ხაზგასმული სააკაშვილის განცხადებაშიც. ახლა ან არასდროს, ნამდვილად ასეა, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებს.
“ქართულმა ოცნებამ“ მტკიცება დაიწყო, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და თურმე მიქანაძემ, კობახიძემ იციან საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ცალსახა.
იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს