
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძე, ისე, როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას. მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ახლა სრული მზადყოფნა უნდა იყოს არჩევნებისთვის, რათა შეიქმნას ძლიერი, ეკონომიკური საქართველო.
“ერთადერთი, რაც მას უნდა, არის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა. მეტი არაფერი. ივანიშვილის პარტია ამ ქვეყანაში არაფრის შემცვლელი არ არის, არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი გაურბის ემიგრაციაში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ ძლიერი ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული, დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს